თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ​გეგმიურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორში, ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე – წერეთლის ქუჩის №1, №2, №3, №4, №18, მეგობრობის ქუჩის №4, №6, №8, №14, №16, №18, №40, №46, №60, მეგობრობის ქუჩაზე მდებარე სპორტული კომპლექსის №1, №2, №3, №4, №5, №6, სამგორის ქუჩის №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №10, №12, რუსთაველის ქუჩის №20, №21, №23, №25, №27, №29-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 16:00 საათიდან და დასრულდება 17:00 საათამდე.

დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ყიფშიძის ქუჩის №2, №4, №6, №6ა, №8, №10, №12, №14, №17, №16-1, №16-2 და №49ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 15:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

„შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში”, – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დატოვე კომენტარი