თბილისის რამდენიმე რაიონში მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, შეშელიძის ქ. N 90ბ-ში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეიზღუდება გლდანის რაიონში: შეშელიძის ქ. N 60-დან N 124-ის ჩათვლით.

წყლის მიწოდება შეიზღუდება თბილისის კიდევ რამდენიმე რაიონში.

ნაძალადევში, ლ.თიგიშვილის ქ. I შესახ. N 13-თან, ტექნიკური სამუშაოების მიზნით, 11:00-დან 26 ივლისის 06:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება ნაძალადევის რაიონში: ხუდადოვის, კახიანის, ნოსტეს, კაჭრეთის, კოდალოს, კონდოლის, მაღაროს, ენისელის, წაღვერის, კისისხევის, წრომის, შრომის, ძმობის, სტურუას, ასკურავას, კელაპტრიშვილის, მესხის, ქებურიას, ურიდიას, უიარაღოს ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში: სამშვილდის, მარუაშვილის, აჭარის, აფხაზეთის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ცაიშის, გივიშვილის, აბაშის, ხონის, სენაკის, ლანჩხუთის, ტაშირის, ლაილაშის, სალხინოს, ქვალონის, ლებარდეს, ატოცის, ნორიოს, ნორიოს აღმართს, კასპის, აწყურის, ჩეჩელაშვილის, ლარეხის, მნათობის, დავითაშვილის, თამარაშვილის, ბაგრატიონის, სალიების, პ.სააკაძის, გუმათის, ბოდავის, ასპინძის, მეუნარგიის, გედევანიშვილის, სარკინეთის, მახათას აღმართს, აგიაშვილის, რეხის I,II,III ქუჩებს, ივერთუბნის, ეშბას, გაბისკირიას, ბარაკონის, ჯორჯაძის, მიზანდარის, კანდელაკის, ხორნაულის, გაბუნიას, შერვაშიძის, ყუბანეიშვილის, ადამიას, ბეთაშვილის ქუჩებს, ხუდადოვის ქ. N 173 (სამხედრო დასახლებას).

ისნის რაიონში: ფშავის, ბაბისხევის, მუჯირიშვილის, ჟონეთის, კიკეთის, კაიშაურის, ბეღლეთის, სომხეთის, ნიაბის, საინგილოს, გუმბრის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ახვლედიანის, ფაბრიციუსის, ლომოურის, ხიდისთავის, ავლაბრის, იორის, არმაზის, ალაზნის, დუშეთის, ფაღავას, ლაგოდეხის, სართიჭალას, წერეთლის, ცისკრის, გურჯაანის, ვახტანგ მეექვსის, ბოროდინის, ფოსტის, გუთნის, ირბახის, წინანდლის, II შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, ბზიფის, აწყურის ქუჩებს, აწყურის N 3ა-ში სამხედრო ქალაქს, ქ.დედოფლის გამზ. N 78, საბანაკო დასახლებას, უშაკოვის, ყვარელის, ონიანის, ხაჩატურიანის, შერვაშიძის, მიქელაძის, მესხეთის, მათიაშვილის, ამირეჯიბის, ადღულაძის, წალენჯიხის, ტოლენჯის, რატილის, კაკაბეთის, დურმიშიძის ქუჩებს, ნავთლუღის I დასახლების ქუჩებს, ვაზისუბნის დასახლებას და I,II,III მ/რ, ბოგდან ხმელიცკის, ბერი გაბრიელის ქუჩებს და შესახვევებს, სამრეწველოს დასახლების I,II ქუჩებს, წულაძის, ციხისძირის, ნარგიზის, თეთრიწყაროს, ბალადანის, შ.დოლიძის, დიდგორის, დოდაშვილის, მანავის, დირსიჭალის, ბოლნისის, ჭკალოვის, ლაისტის, იუნკერების, ყვარლის, მთისძირის, ხელოვანთა, მშველიძის, შ.პეტეფის ქუჩებს, კადეტთა კორპუსს, უშაკოვის ქ. N 29-დან N 39-ის ჩათვლით, N 30-დან N 46-ის ჩათვლით, უზნაძის, ჯიქიას, ძმები ორბელების, კოპცოვის, ტატიშვილის, ჩოჩუას, ჯანელიძის, ქობულაძის, ხარაბაძის ქუჩებს.

სამგორის რაიონში: მოსკოვის გამზირს, ბაბუციძის, ოცხელების, ნაკადულის ქუჩებს და შესახვევებს, ქინძმარაულის ქ. II შესახვევს, ვარკეთილის IV მ/რ-ის III კვარტალს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.