თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:57, 06.03.2018

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ გლდანის მასივის I მიკრორაიონსა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩაზე.

ასევე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭედიას, შუშის, წყალსადენისა და ლაზოს ქუჩებს.

10:10 საათიდან 10:40 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II, III, IV, V, VI მიკრორაიონების, გლდანის ხევის, კონიაკის დასახლების, ახმეტელის, გაგარინის, ილორის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჯანჯღავას, ქერჩის, სარაჯიშვილის, თიანეთის, შეშელიძის, ტაბიძის, უწერის, ხიზანიშვილის, ზარზმისა და ხიზამბარელის ქუჩებს.

17:00 საათიდან 17:30 საათამდე კი ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა გავრცელდება გლდანის მასივის „ა“, I, II, III, IV, V, VI მიკრორაიონების, გლდანის ხევის, კონიაკის დასახლების, ახმეტელის, გაგარინის, ილორის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჯანჯღავას, ქერჩის, სარაჯიშვილის, თიანეთის, შეშელიძის, ტაბიძის, უწერის, ხიზანიშვილის, ზარზმისა და ხიზამბარელის ქუჩებზე.

სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება 13:30 საათიდან 15:30 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, ვარკეთილი-3 VIII კვარტლასა და შუამთის ქუჩაზე.

ელექტროენერგია შეიზღუდება კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 20:00 საათამდე. საუბარია კოლმეურნეობის მოედნის, ჭანტურიას, ათონელისა და ორბელიანის ქუჩებზე.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე ნაწილობრივ შეეხება: კოტე აფხაზის, თუმანიანისა და შარდენის ქუჩებს.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგია 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მისის დასახლების და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ჭილაძის ქუჩის აბონენტებზე.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, სამასი არაგველის, ბოდბეს, შავსოფლის, ლუსინიანის, არბოშიკის, ზახაროვისა და იალბუზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

მსგავსი