თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 7 თებერვალს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზემო ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), მარნეულის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლომინაძის, ჟორდანიას, სურგულაძის, გეგეჭკორის, ნიშნიანიძისა და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნათაძის, ხვინგიას, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ჭილაძის, ცოტნე დადიანისა და ბეჟანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, დიდუბის დასახლების, მექანიზაციის, შერვაშიძის, ხუდადოვის, ჟორდანიას, ბეთაშვილის, ადამიას, კვარაცხელიას, ყუბანეიშვილის, კარტოზიას, ერისთავის, მოლითის, ტოროშელიძისა და ხერხეულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურიელისა და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნავთლუღის, მახათას, სევანის, დმანისისა და მთავარანგელოზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.