თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 14 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თვალჭრელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აფრიკის დასახლების, აეროპორტის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, ქინძმარაულის, რქაწითელის, საფერავის, ნაკადულის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგიულის, ჩხავერის, თავკვერისა და ველისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გოთუას ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ანაგის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, გოთუასა და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გვირილების ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი გლდანის, სოფელი გიორგიწმინდას, გლდანის მასივის II, VII მიკრორაიონების, ხევისპირის, ბერთუბნის, ნებლისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ქსნისა და ფეიქართა ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მეტრო „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, ვარდისუბნის, ღრმაღელის, ქსნის, ქვიშხეთისა და არბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჩოლოყაშვილის მოედნის, სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა კოჯრისა და სოფელი ერტისის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.