თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 13 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმისა და ოთხი ათასი მესხის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი ლისის, ფერმწერთა დასახლების, ნუცუბიძის IV მიკრორაიონისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილისა და ვაგან მამასახლისის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონისა და კონსტანტინე კაპანელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მელაანის შესახვევისა და ჯორჯ ბუშის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილისა და სანქტ-პეტერბურგის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რობაქიძის გამზირის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.