თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 18 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 I, X კვარტლების, კახეთის გზატკეცილის, შუამთის, თრიალეთისა და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.​ 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, თვალჭრელიძისა და მშვიდობის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – ​10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანი-მუხიანის გადასასასვლელის, მუხიანის ნაკვეთების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მუხიანი II მიკრორაიონის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ქობის, რეზო გაბაშვილის, ქუჯი ერისთავის, ლევან რჩეულიშვილის, ევგენი ღვალაძის, გობრონიძის, ბობოხიძის, ავშნის, ლერი ლაგურაშვილის, ლურჯქედის, საგუბარისა და ავჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი​ – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი კიკეთისა და ბეთანიის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბერიძის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ჭონქაძისა და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვეფხისტყაოსნის, მეფე მირიანის, თინათინის, ცაგარელის, შმიდტის, ბურძგლასა და საირმის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სანდრო მირიანაშვილის, დემეტრე თავდადებულის, შალვა ახალციხელისა და ნიკოლოზ სვანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ჩაჩავასა და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი​ – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: შოთა ნადირაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.