თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, თვალჭრელიძისა და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – ​10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ცინცაძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, მანჯგალაძის, სვანეთის, ცოტნე დადიანის, სააკაძისა და ლეჩხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლუბლიანასა და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი​ – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, იუნკერთა, დოდაშვილის, ჩკალოვის, ლობჟანიძის, რთველაძის, ამილახვარის, ბოლნისის, მანავის, მარჯორი უორდროპის, აჰმედ ჯავადის, არტურ ლაისტის, მიკოლა ბაჟანის, მეგობრობის, ჩოლოყაშვილის, აბრამიშვილის, სახალხოს, გარეკახეთის, დოესის, ზურაბაშვილის, ცუცხვათის, აწყურისა და ზინდისის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დედოფლისწყაროს, წურწუმიას, ბადიაურის, ქურხულის, ახმეტისა და თელავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი​ – 11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთავის გზატკეცილისა და ფონიჭალის დასახლების მაცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი ფონიჭალის, სვანების დასახლების, გულბანისა და რაფავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი​ – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქერჩის, ხევძმარის, სარაჯიშვილის, რიონის, ულიანოვის, კრუპსკაიას, ანდრონიკაშვილის, ერისთავი-ჯორჯაძისა და მიხაკო წერეთლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.