თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოსა და ხომლელის ქუჩის მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-2 დასახლებისა და ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, მიქელაძის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ახმეტელის, სამტრედიის, წყალტუბოს, აგლაძისა და ბაღის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ავჭალის გზატკეცილის, იპოლიტოვ-ივანოვის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ლაზოს, რომან ჭელიძის, დავით სარაჯიშვილის, გელა ჭედიას, გმირ კურსანტთა და ედიშერ გარაყანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ლიბანის, ულიანოვის, ბარალეთისა და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამრეწველო დასახლების, ბესიკ გეთიას, პაატა ჯანელიძის, დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკისა და ბოჭორმის ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ჟღენტისა და მარგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლებისა და აღმაშენებლის ხეივნის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბარნოვის, ერეკლე ტატიშვილის, თარხნიშვილის, ზანდუკელის, ყაზბეგის, შოთა მილორავასა და ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.