თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, აფრიკის დასახლების, ლილოს დასახლების, ორხევის დასახლების, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას, ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ენუქიძის, გუმათჰესის, გიორგი ოდიშელიძის, გიორგი გურგენიძის, იდუმალის, ცისკარიშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ორხევის, ენგურჰესის, მოსტკოვის, ჯავახეთის, თურაშაულის, ნიკოლოზ აფხაზის, ლევან რაზიკაშვილის, მებაღეობისა და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თამარ მეფის გამზირის, ვაგზლის მოედნის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, გოგოლისა და ფოცხვერაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ახალშენის, ბალანჩივაძისა და ჩიქოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მიხეილ თამარაშვილისა და კარტოზიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქვემო ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილისა და გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყიფიანის, მესხის, კოტეტიშვილის, ბესიკის, არსენას, ინგოროყვას, ჩიტაძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭედიას, შუშისა და ულიანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.