თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, გლდანს ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, მორეტის, გაგარინის, ვართაგავას, მამკოდის, გმირ კურსანტთა, ტაბიძის, ჯანჯღავასა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ევროპის მოედანის, ღვინის აღმართის, ქეთევან დედოფლის გამზირის, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ფაღავას, ცისკრის, გონაშვილის, ლადო მესხიშვილის, ფერიცვალების, ურბნისის, დუტუ მეგრელის, ისნის, მეტეხის, ბოგდან ხმელნიცკის, ჩოლოყაშვილის, რუისის, სევანის, ირბახის, ბოროდინის, ლაგოდეხის, მაჭარის, ალიხანიანის, სართიჭალის, მეფე სოლომონ ბრძენის, ხერხეულიძის, წურწუმიასა და იზაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლოჭინის ხევის, აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ჭირნახულის, მშვიდობის, იუმაშევის, ევროპის, ლეონტი მროველისა და ნახუცრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქინძმარაულის, ჯავახეთისა და წმინდა ბარბარეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელისა და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ვახუშტი ბაგრატიონის, აგლაძის, ცაბაძის, დავით ყიფიანისა და ფოთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს I, II, III მიკრორაიონების, ოჟიოს, მიროტაძის, ანდრია აფაქიძის, კოსტავას, იოსელიანის, ახალშენის, ჭიათურის, ბალანჩივაძის, გურამ ბზვანელისა და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მელიქიშვილისა და ბარნოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ივანე ჯავახიშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, კიტა აბაშიძისა და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლება IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ვახტანგ ნინუას, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, ალექსანდრე მრევლიშვილის, ჭიჭიკო ბენდელიანის, დავით ჭიჭინაძის, ჭყონდიდელისა და ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კოჯრის ახალი გზატკეცილის, კომკავშირის ხეივანის, მარო მაყაშვილისა და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხანძთელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.