თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში დღეს აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აფრიკის დასახლების, დიდი ლილოს დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, თვალჭრელიძის, ქიზიყის, ბაღდავაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ვაზისუბნის დასახლების, მოსკოვის გამზირის, კვაჭანტირაძისა და ჩოჩუას ქუჩების აბონენტებს.

ნაძალადევისა და გლდანის რაიონებში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკებისა (ნაწილობრივ) და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებზე.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ გურამიშვილის გამზირს, ლიახვის, ჟინვალისა და ჭოპორტის ქუჩებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება სარაჯიშვილის გამზირზე (ნაწილობრივ), ილორის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩებზეც.

ვაკისა და მთაწმინდის რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ლეონიძის, ინგოროყვას, ქიქოძისა და ლერმონტოვის ქუჩებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ლარსის, ჩხეიძის, პეტრიაშვილის, კეკელიძის, 8 მარტის, ტარიელის, ბორბალოს, რიწის, ცხემის, ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის, შანიძის, ჭონქაძისა და ჩიტაძის (ნაწილობრივ) ქუჩებზეც.

დიდუბის რაიონში, ნადირა ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას ელექტროენერგია 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება.

საბურთალოს რაიონში, ალმასიანის, ბერბუკის, ალექსიძისა და ასლანიდის ქუჩებზე ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეიზღუდება.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ყაზბეგის გამზირისა და ქუთათელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში, დაბა კოჯრის მოსახლეობას ელექტროენერგია 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეუწყდება.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი