თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:43, 19.03.2021

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თავხელიძის, თოფურიას, ცინცაძის, თამარაშვილის, ქავთარაძის, აფაქიძისა და კვერნაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლებისა და ონიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი- 3 I მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა, სამგორის, ბერიძის, გუჯეჯიანის, შიუკაშვილისა და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის, არბოს, ქვიშხეთისა და ვარდისუბნის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილისა და აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი I მიკრორაიონის, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის, ლაზოს, შუშის, მონასტრის, ტაძრის, ჭედიას, წერეთლის, სარაჯიშვილის, წყალსადენისა და კუპატაძის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი