თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:54, 15.02.2021

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 15 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, მაიაკოვსკის, ქურდიანის, სლავა მეტრეველისა და იამანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არბოსა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის ქუჩის მოსახლეობას. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირისა (ნაწილობრივ) და მექანიზაციის ქუჩის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზვარეთის, დვირის, კვერნაულის, არალეთის, ჟველაურის, იფნევისა და ედისის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის, პოლიციისა და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების II კვარტლისა და საქსოფმანქის დასახლების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის VI კვარტლისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარიჯანის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი