თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 22 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ბოლქვაძისა და მხარგრძელის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფოთის, ქუთაისისა და ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.