თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:51, 11.01.2021

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 11 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კალოუბნისა და აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, აბრამიშვილის, ლერწმის, მამუკინის, სახალხოს, ხევისა და ჩარხის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხაძის, ახვლედიანისა და ჩანტლაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წავკისის, ამაღლების, ავთანდილის, ბოლო აღმართისა და ოქროყანის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი