თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:52, 21.12.2020

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 21 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ ჭიაურელის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირისა და ჭოროხის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, მექანიზაციის, მერი შერვაშიძის, მესხეთისა და ბეთაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზესტაფონისა და ნინუას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I მიკრორაიონისა და ილია სუხიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონისა და კაპანელის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარსადანის, ჩაჩავას, აისის, ლაშხიასა და ფერაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ჯუმბერ ლეჟავას, აშოტ კურაპალატისა და ვაზის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი