თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის III ქუჩის, დელისის, თამაზ ნადარეიშვილის, შალვა ნუცუბიძის, გაზაფხულისა და მამია გურიელის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილისა და დიდგორის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიელის, თამაზ ნადარეიშვილის, შალვა ნუცუბიძის, გაზაფხულისა და მამია გურიელის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), დგებუაძისა და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლებისა (ნაწილობრივ) და ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.