თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 3 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 3 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 3 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ქურდიანის, მეტრეველის, მაიაკოვსკისა და იამანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის, აბაშიძისა და შოშიტაიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, IIა მიკრორაიონების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ლეჟავას, პატარიძის, პილსუდსკისა და ვაზის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IVბ მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლებისა და გობრონიძის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლებისა და იასამნის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირისა (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.