თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი – 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის და გლდანის ხევის დასახლების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, მუხიანის II მიკრორაიონის, სამხედრო დასახლების, ხევძმარის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, ალეკო გობრონიძის, ილია ვეკუას, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, რამაზ შენგელიას და ონის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, დიღმის მასივის I, III კვარტლების და სტანისლავსკის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, ღრმაღელის, სანერგის, გურამიშვილის, ჩარგლის, ქვიშხეთის და ქსნის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, ნორიოს, დიღომბარის, ლამის, დავითაშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის და ჩიქობავას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ბიძინა კვერნაძის, ანდრია აფაქიძის, მერაბ ალექსიძის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, მეფე არჩილის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ბეთანიის და კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 VI, VII, VIII, IX კვარტლების, აეროდრომის დასახლების IX ქუჩის, შუამთის და კალაუბნის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.