თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 22 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 22 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 22 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი – 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, „ა“ მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენისა და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, ა მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენისა და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, კალისტრატე ცინცაძის, ლეონიძის, ავლევის, ყავლაშვილის, ვერცხლის, ოქრომჭედლების, დიუმას, ნიშნიანიძის, იეთიმ გურჯის, ჩახრუხაძის, ჩიკვაიძის, შავთელის, ნაკაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედნის, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ვეკუას, ჭანტურიას, ხაზინის, ფხოვის, ბარათაშვილის, ათონელის, სულხანიშვილის, გოგჩას, ფურცელაძის, სანაპიროს, მტკვრის, ორბელიანის, ტელეგრაფის, ხიდისთავის, თაბუკაშვილისა და ჯორჯიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, სადგური „ლილოს“, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქის დასახლების, საქნავთის დასახლების, ლოჭინის, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევისა და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), მახათის მთის, ხუდადოვისა და გედევანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთისა და ბეთანიის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბაშვილის, მარუხის გმირებისა და ტიციან ტაბიძის ქუჩებს მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, რობაქიძის გამზირისა და დიღმის მასივის V კვარტლის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.