თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 2 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 2 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 2 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირზა შაფის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV, X კვარტლიების, თემქის დასახლების IV, IX, X კვარტლების, გურამიშვილის გამზირის, შატილის, საჩხერის, ურეკის, ცოდნისკარის, ჩარგლის, ქეთევან მაღალაშვილის, ანაპის 414-ე დივიზიის, პეტრე ამირანაშვილის, ველისციხის, გამყრელიძის, სადმელის, სამოცდამეცამეტე, სამოცდამეშვიდე, ვასილ კაკაბაძის, დომენტი ჟღენტის, ტყიბულის, ხვანჭკარისა და გიორგი ირემაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV, X კვარტლიების, თემქის დასახლების IV, IX, X  კვარტლების, შატილის, საჩხერის, ურეკის, ცოდნისკარის, ჩარგლის, ქეთევან მაღალაშვილისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.