თბილისის რამდენიმე რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, დაბა შინდისში, ჯავახიშვილის ქუჩის 33 ნომერში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოებისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 22:00 სთ-დან 30 მაისის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში, დაბა შინდისში: მ.ჯავახიშვილის, სამადაშვილის, დუმბაძის, თუმანიშვილის, ტ.ტაბიძის ქუჩებს და შესახვევებს.

წყლის მიწოდება შეიზღუდება გლდანის რაიონშიც. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება წყალსადენის ქუჩას და I ჩიხს (ფაილოძეების უბანს).

შეზღუდვა ასევე გავრცელდება სამგორის რაიონშიც. 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ლილოს დასახლების II კვ-ის N 1ა,4,5,8.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.