თბილისის ორ რაიონში გაზმომარაგება დროებით შეწყდება
თბილისის ორ რაიონში გაზმომარაგება დროებით შეწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის პირველი ჩიხის № 6-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება 15:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება.

ასევე ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონის აბონენტებსაც, ფანასკერტელის ქუჩა № 18 ბ-ში მდებარე შპს „ფანასკერტელი 2005“-ის საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას.

გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

“შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.