თბილისის ქუჩებსა და ქალაქის შემოგარენში ტექნიკური მარილი იყრება
თბილისის ქუჩებსა და ქალაქის შემოგარენში ტექნიკური მარილი იყრება

დედაქალაქში მოსული ნალექის გამო თბილისის გზებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკით 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

„თოვლიანობის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, მოგვმართონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22. დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება და დაიყრება ტექნიკური მარილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.