თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეები რიგის ქორეოგრაფიულ კონკურსში მონაწილეობენ

18:11, 19.04.2018

რიგაში ბავშვთა და ახალგაზრდების მე-14 საერთაშორისო ქორეოგრაფიული კონკურსი „რიგის გაზაფხული 2018“ დაიწყო.

კონკურსში მონაწილეობას იღებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სტაჟიორები და ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეები.

„რიგის გაზაფხული 2018“-ის ჟიურის წევრად მიწვეულია ნინო ანანიაშვილი.

კონკურსი 22 აპრილს დასრულდება.

მსგავსი