თბილისის პროკურორის თანამდებობაზე მიხეილ შაყულაშვილს მალხაზ კაპანაძე შეცვლის

15:21, 22.02.2018

თბილისის პროკურორ მიხეილ შაყულაშვილს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი მალხაზ კაპანაძე შეცვლის. ინფორმაცია პირველ არხს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, შაყულაშვილი და მისი მოადგილე გიორგი გაბოძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ შაყულაშვილი საქმიანობას მთავარ პროკურატურაში გააგრძელებს.

მსგავსი