თბილისის პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობს
თბილისის პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობს

თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებსაც ფარული აუდიოჩანაწერების ფაილები დაეგზავნათ.

ცოტა ხნით გამოკითხვაზე მივიდა „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

„მყისიერად ვაცნობე პროკურატურას, რომ მოვიდოდი და მივცემდი ჩვენებას, რადგან ვფიქრობ, დღეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ მისცეს ხელისუფლებამ პასუხისგებაში ყველა ის ადამიანი, ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც ჩვენ – ჟურნალისტებს გვისმენდა, უსმენდა მღვდლებს, მონაზვნებს, ეპისკოპოსებს, პატრიარქის გარემოცვას, საპატრიარქოში დასაქმებულ ადამიანებს“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

დატოვე კომენტარი