თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე თურქეთის საელჩოს მრჩევლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე შინაგან საქმეთა საკითხებში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩევლებს, ჰაქან ბეჯელსა და ნეჯმეთინ თეთიქს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს უწყებებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას, რაც პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.