თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში პედაგოგების გაცილების ცერემონია გაიმართა [ფოტო]
თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში პედაგოგების გაცილების ცერემონია გაიმართა [ფოტო]

თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში პედაგოგების გაცილების ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიება იმ 11 მასწავლებლისთვის მოეწყო, რომლებმაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოთი ისარგებლეს. ისინი პენსიაში გიმნაზიის როგორც ახლანდელმა, ასევე ყოფილმა მოსწავლეებმა გააცილეს.

პედაგოგებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს, რის შემდეგაც კონცერტი გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები დაესწრნენ.