თბილისის ოთხი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები 11 ბაღში გადაანაწილეს
თბილისის ოთხი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები 11 ბაღში გადაანაწილეს

თბილისის N19, N84, N125 და N64-ე საბავშვო ბაღების აღსაზრდელები 11 ბაღში გადაანაწილეს.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ავარიულობის გამო დახურული ოთხი ბაღიდან აღსაზრდელების გადანაწილების პროცესი თითქმის დასრულებულია და ხვალიდან სააღმზრდელო პროცესი შეუფერხებლად განახლდება.

კერძოდ, მე-19 ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადაანაწილეს N40, N23, N39-ე სმენადაქვეითებულთა ბაგა-ბაღებში. 125-ე ბაგა-ბაღის ბავშვები კი N84-34, N69, N98 და N94 ბაგა-ბაღებში, N84-ე ბაღის აღსაზრდელები N31, N56, N143-ე, ხოლო N64 ბაგა-ბაღის ჯგუფებს კი ხვალიდან N10 საჯარო ბაღი მიიღებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული ოთხი ბაღის ყველა ჯგუფი შენარჩუნებულია და არც აღმზრდელები შეიცვლებიან. ასევე, გათვალისწინებული იქნება მშობლების სურვილიც, თუ მოუნდებათ საკუთარი შვილის სხვა ბაღში გადაყვანა.

თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღების ფუნქციონირება 25 იანვარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე შეჩერდა. ამის მიზეზი შენობების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობაა. 26 იანვარს სააღმზრდელო პროცესი N64-ე ბაღშიც შეწყდა.