თბილისის ოთხ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:00, 24.10.2018

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დედაქალაქის ოთხ რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონში, ლიბანისა და ბარალეთის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეწყდება.

მთაწმინდის რაიონში, გერგეთის ქუჩაზე ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლეონიძის ქუჩასაც.

საბურთალოს რაიონში, ნადირაძის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩაზე ელექტროენერგია 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეწყდება.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

მსგავსი