თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „ტოსკას“ პრემიერა გაიმართება
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „ტოსკას“ პრემიერა გაიმართება

პუჩინის ფესტივალისა და თბილისის ოპერის თეატრის ერთობლივი პროდუქცია, რომელიც პირველად 2018 წელს იტალიაში, პუჩინის ფესტივალზე ტორე დელ ლაგოში განხორციელდა, 5 აპრილს თბილისში იქნება წარმოდგენილი.

ტოსკას“ დადგმა ეკუთვნის იტალიელ რეჟისორს, ჯანკარლო დელ მონაკოს, იტალიელი ტენორის, მარიო დელ მონაკოს შვილს. დამდგმელი დირიჟორია ჯანლუკა მარტინენგი, სცენოგრაფი – კარლო ჩენტოლავინი, კოსტიუმების მხატვარი – ესტერ მარტინი.

საპრემიერო სპექტაკლები 5, 6, 7, 10, 13, 14 აპრილს გაიმართება.

სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები და მოწვეული საოპერო ვარსკვლავები.

ტოსკას“ პრემიერა 1900 წლის 14 იანვარს, რომში, ტეატრო კოსტანციში გაიმართა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პუჩინის ოპერა „ტოსკა“ მსოფლიო პრემიერიდან სულ რაღაც 4 წელიწადში, 1904 წლის 5 თებერვალს დაიდგა და მას შემდგომ დაიმკვიდრა ადგილი თეატრის რეპერტუარში.