თბილისის ოპერაში „ქეთო და კოტეს“ პრემიერა გაიმართება
თბილისის ოპერაში „ქეთო და კოტეს“ პრემიერა გაიმართება

167-ე თეატრალური სეზონი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, 2 ოქტომბერს, ტრადიციულად ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერით“ გაიხსნება.

ახალი თეატრალური სეზონის პირველი პრემიერა კი 27 ოქტომბერს გაიმართება. საოპერო დასი ვიქტორ დოლიძის სამმოქმედებიან ოპერას „ქეთო და კოტეს“ წარმოადგენს.

ოპერის დადგმაზე რეჟისორი ივანე ხუციშვილი მუშაობს. სცენოგრაფია და კოსტიუმები გოგი ალექსი-მესხიშვილს ეკუთვნის.
სპექტაკლში ოპერის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი მიიღებენ მონაწილეობას. ცეკვებს სპექტაკლისთვის ილიკო სუხიშვილი დადგამს და ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ მოცეკვავეები შეასრულებენ. ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“ პრემიერა თბილისში 1919 წლის 11 დეკემბერს შედგა.