თბილისის 156-ე ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე რაგბის პირველი მოედანი გაიხსნა
თბილისის 156-ე ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე რაგბის პირველი მოედანი გაიხსნა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კიდევ ერთი პროექტი განახორციელა – ისნის რაიონში მდებარე 156-ე ბაგა-ბაღის ეზოში რაგბის პირველი მინისტადიონი მოეწყო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ახალი სტადიონი სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ გახსნა. ღონისძიებას რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და მაჟორიტარი დეპუტატები – ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

„უმნიშვნელოვანესი პროექტი განვახორციელეთ ისნის რაიონის N156-ე ბაღში – საქართველოს მასშტაბით პირველად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ტერიტორიაზე რაგბის მინისტადიონი მოეწყო. ეს პროექტი გარკვეულ სიახლეებს შეიტანს მეთოდოლოგიაშიც, რადგან ჩვენ დავგეგმეთ პერსონალის გადამზადება სპორტის ამ სახეობის წესების შესახებ, რათა მათ შეძლონ სწორი ცოდნით წარმართონ სპორტული აქტივობები ბაღში და ბავშვებს რაგბი შეაყვარონ. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ანალოგიური პროექტი სხვა ბაღებშიც განვახორციელოთ“, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.