თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ცნობილ ამერიკელ მეთოჯინე, ბურნი ფავერთან შეხვედრა გაიმართება
თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ცნობილ ამერიკელ მეთოჯინე, ბურნი ფავერთან შეხვედრა გაიმართება

თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ცნობილ ამერიკელ მეთოჯინე, ბურნი ფავერთან შეხვედრა გაიმართება.

მათვე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების ლეგენდებს თოჯინებზე, დაამზადებენ თოჯინა-მარიონეტებს ნაცნობი ზღაპრებიდან და შექმნილი მარიონეტებით „გააცოცხლებენ“ ზღაპარს.

შეხვედრას გაუძღვება ბურნი ფავერი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მარიონეტებისა და თოჯინური ხელოვნების კვლევაში.

შეხვედრა და მასტერკლასი თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრში, რომელიც დიმიტრი ბაქრაძის 10 ნომერში მდებარეობს 22 აგვისტოს გაიმართება. მასტერკლასის ღირებულება 10 ლარია.