თბილისის მუნიციპალური ინსპექცია - გერგეთის რვა ნომერში განთავსებული შენობა-ნაგებობები უკანონოა, დემონტაჟი კანონის შესაბამისად მოხდა
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია - გერგეთის რვა ნომერში განთავსებული შენობა-ნაგებობები უკანონოა, დემონტაჟი კანონის შესაბამისად მოხდა

ტერიტორია სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებას წარმოადგენს, სადაც თვითნებურად, უკანონოდ ხდებოდა შენობა-ნაგებობების განთავსება, – ამის შესახებ მუნიციპალური ინსპექციის მთაწმინდა-კრწანისის განყოფილების წარმომადგენელმა, მიხეილ ოკუჯავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის თქმით, თბილისში, გერგეთის რვა ნომერში მდებარე ნაგებობების დემონტაჟი კანონის შესაბამისად მოხდა.

„აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებას შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე ხდებოდა თვითნებურად უკანონოდ შენობა-ნაგებობების განთავსება. სამსახურის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ იქნა იდენტიფიცირებული კონკრეტული სამართალდამრღვევი პირი. აქედან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება, უნებართვოდ სახელმწიფოს მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შესახებ“, – განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის მთაწმინდა-კრწანისის განყოფილების წარმომადგენელმა, მიხეილ ოკუჯავამ.

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია გერგეთის ქუჩაზე რამდენიმე შენობის დემონტაჟს ახორციელებს.