თბილისის მუნიციპალიტეტის ელექტრონული განცხადებების პორტალზე ID ბარათით ხელმოწერის საჭიროება გაუქმდა
თბილისის მუნიციპალიტეტის ელექტრონული განცხადებების პორტალზე ID ბარათით ხელმოწერის საჭიროება გაუქმდა

თბილისის მუნიციპალიტეტის ელექტრონული განცხადებების თვითმომსახურების პორტალზე – my.municipal.gov.ge განაცხადის გაკეთების ნაწილში ცვლილებები განხორციელდა.

კერძოდ, მერიის ინფორმაციით, გაუქმდა ID ბარათით ხელმოწერის საჭიროება. განაცხადის გასაკეთებლად მოქალაქეებმა მითითებულ პორტალზე, შესაბამისი ინფორმაცია უნდა შეავსონ.

აღნიშნულის შესახებ დეტალური ინსტრუქცია მოცემულია თბილისის მერიის ვებგვერდზე, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ  ყველა მითითებული მოთხოვნის შესრულების შემდეგ, განცხადება გადაიგზავნება განსახილველად. განაცხადზე საქმისწარმოების დასრულების შემდეგ კი, მოქალაქე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.

ცვლილებები საქართველოში ახალი კორონავისრუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღოისძიებების ფარგლებში განხორციელდა.