თბილისის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე დედაქალაქის საკრებულო დღეს იმსჯელებს
თბილისის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე დედაქალაქის საკრებულო დღეს იმსჯელებს

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის ახალ წევრებს საკრებულოში დასამტკიცებლად დღეს წარადგენს.

თბილისის მერის ოთხი მოადგილის, 10 გამგებლისა და 12 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებად წარდგენილ კანდიდატურებს 13:00 საკრებულოს კომისიებში განიხილავენ, 17:00 საათზე კი საკრებულოს სხდომა გაიმართება, დედაქალაქის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ.

თბილისის მერს, კახა კალაძეს სულ ხუთი მოადგილე ეყოლება. კახა კალაძემ საკრებულოს ამ დროისთვის ოთხი მოადგილის კანდიდატურა წარუდგინა. ვიცე-მერის პოსტზე ირაკლი ხმალაძე, მოადგილეებად კი მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი არიან დასახელებული.

მეხუთე მოადგილის პოსტს ილია ელოშვილი დაიკავებს, თუმცა მისი წარდგენა მას შემდეგ მოხდება, რაც მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება.

თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატები არიან:

მთაწმინდა – დავით კირკიტაძე;

ვაკე – ნოდარ ტურძელაძე;

საბურთალო – გაიოზ ვასაძე;

კრწანისის – ლევან ჯაფარიძე;

დიდუბე – ირმა ზავრადაშვილი;

ჩუღურეთი – ზურაბ ჩიკვილაძე;

ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე;

გლდანი – ბექა მიქაუტაძე;

ისანი – კახა ლაბუჩიძე;

სამგორი – დავით კერესელიძე.

რაც შეეხება თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებს, მათ ხელმძღვანელებად წარდგენილნი არიან: თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად – ვლადიმერ ჭიღლაძე; იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსად – სერგო ბირკაძე; საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსად – გაიოზ თალაკვაძე; ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად – გიორგი ბაგრატიონი, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსად – გელა ჩივიაშვილი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად – სოფიო ხუნწარია, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსად – ირაკლი გვილავა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსად – მამუკა მუმლაძე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსად – გიგა გიგაშვილი, შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსად – გიორგი პაპავა, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსად – გივი კუბლაშვილი, უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსად – ნიკოლოზ ჭონქაძე, ხოლო ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად – ანდრია ბასილაია.