თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა [ფოტო-ვიდეო]

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ აანთო.

რუსთაველის გამზირზე წინასაახალწლო ღონისძიებაზე დასასწრებად მოქალაქეები მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყვნენ მისული.

ღია ცის ქვეშ სპეციალურად ამ დღისთვის აშენებულ სცენაზე პარლამენტთან კონცერტიც გაიმართა.

გორის ქალთა გუნდმა და გორის მუსიკალური სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო სიმღერების პოპური წარმოადგინეს.

დღესვე გაიხსნა ყინულის მოედანი და ცნობილი გახდა, რომ საახალწლო სადღესასწაულო დღეები მთელი ქალაქის მაშტაბით 7 იანვრამდე გაგრძელდება.

ფოტო: მირიან მელაძე