თბილისის მთავარ ნაძვის ხესთან მუსიკოს დათო ევგენიძის ბენდის კონცერტი გაიმართა
თბილისის მთავარ ნაძვის ხესთან მუსიკოს დათო ევგენიძის ბენდის კონცერტი გაიმართა

თბილისის მთავარ ნაძვის ხესთან მუსიკოს დათო ევგენიძის ბენდის კონცერტი გაიმართა. მსმენელების წინაშე ასევე ლაშა დეისაძე, პაპუნა შარიქაძე, ნიკა კოჩაროვი და გიორგი მახარაძე წარდგნენ.

მუსიკოსებმა სხვადასხვა ჟანრის როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს. პროგრამის დასასრულს სცენა დიჯეი Goteski-მ დაიკავა, რომელმაც შეკრებილ მსმენელებს ელექტრონული მუსიკა შესთავაზა.

კონცერტის დაწყებამდე, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა სოფო ხუნწარიამ დათო ევგენიძეს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი გადასცა.