თბილისის მსოფლიო პირველობაზე პარაწოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძე ევროპის რეკორდთან ახლოს იყო #1TVSPORT
დღეს, ხუთ დეკემბერს თბილისის 2021 მსოფლიო პირველობაზე პარაწოლჭიმში საქართველოს ნაკრების სახელით ორი ძალოსანი – გიორგი ლაცაბიძე და აკაკი ჯინჭარაძე +107 კგ წონით კატეგორიაში გამოვიდნენ.
ტურნირზე აკაკი ჭინჭარაძე 225 კგ-ს მოერია, რაც მისი პირადი რეკორდია. შემდეგ კი ქართველმა პარასპორტსმენმა 232 კგ-ის დაძლევა მოახერხა, რომელიც მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით არ ჩაეთვალა. არადა ამ წონის დაძლევით ჯინჭარაძე ევროპის რეკორდს ამყარებდა. საბოლოო ჯამში, აკაკი მეექვსე ადგილზე გავიდა, ლაცაბიძემ კი ასპარეზობა მეცხრე პოზიციაზე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობა თბილისში 27 ნოემბერს დაიწყო და ხვალ, 6 დეკემბერს დასრულდება. ტურნირი 2024 წლის პარიზის პარალიმპიური თამაშების პირველი სალიცენზიო შეჯიბრებაა, სადაც მონაწილეობას 75 ქვეყნის 800-მდე პარასპორტსმენი იღებს.
თბილისის 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მხარდამჭერები არიან ქ.თბილისის მერია, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. მედიამხარდამჭერი – საქართველოს პირველი არხი.