თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია რეგიონების ნაწილშიც

08:48, 25.07.2026

თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ელექტროენერგია დედაქალაქში 08:00 საათისთვის გაითიშა.

არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგია ამ დროისათვის არ მიეწოდება რეგიონების ნაწილსაც.

ცნობისთვის, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა 24 ივლისს, 01:00 საათზეც. ოფიციალური ინფორმაციით, ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. სემეკ-მა 24 ივლისის მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო.

მსგავსი