„თბილისის მიკროავტობუსში“ დასაქმებულთა ფინანსური მხარდაჭერის გზებზე კომპანიასა და მერიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
„თბილისის მიკროავტობუსში“ დასაქმებულთა ფინანსური მხარდაჭერის გზებზე კომპანიასა და მერიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის” ხელმძღვანელობასა და თბილისის მერიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება „თბილისის მიკროავტობუსში“ დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის გზების გამონახვის საკითხებზე, – ამის შესახებ კომპანიის სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების თაობაზე ყველა თანამშრომელი ინფორმირებული იქნება.

„დედაქალაქის მერიის სრული მხარდაჭერით, რომელიც ცდილობს, უმოკლეს დროში გამოინახოს გამოსავალი, უნდა მოხდეს მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურება თბილისის მიკროავტობუსის მხრიდან. ყველა თანამშრომელი იქნება ინფორმირებული მოლაპარაკების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობა დროებით აიკრძალა. მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო ემსახურება.