„თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები მინიმალური შემოსავალის გარეშე არ დარჩნენ
„თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები მინიმალური შემოსავალის გარეშე არ დარჩნენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ მინიმალური შემოსავალის გარეშე.

„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება „თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტთან, რათა გამონახულ იქნეს გარკვეული ფინანსური რესურსი და არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავალის გარეშე“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, ხვალიდან მიკროავტობუსების მომსახურება დროებით ჩერდება.