„თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს

კორონავირუსთან დაკავშირებით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უსაფრთხოების დასაცავად დამატებითი ზომების გატარებას გეგმავს და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს.

ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“, თბილისის მერიის დავალებით, მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებით დამატებით უსაფრთხოების ზომების გატარებას სთავაზობს.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის რამდენიმე ფაქტი, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უსაფრთხოების დასაცავად დამატებითი ზომების გატარებას გეგმავს და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს.

იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში სამარშუტო ტაქსებით გადაადგილება უწევს 300 000-ზე მეტ მომხმარებელს, მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები და გადაადგილდნენ დეზინფიცირებული ტრანსპორტით.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ აწარმოებს მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს სატრანსპორტო საშუალებების დასასუფთავებლად საჭირო ხსნარების მარაგების შევსება“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, „თბილისის მიკროავტობუსის“ ტექნიკური დეპარტამენტის მიერ მიკროავტობუსების დეზინფექციის აუცილებელ პროცედურას უახლოეს პერიოდში დაიწყებს ისე, რომ არ მოხდეს მგზავრთა გადაყვანის შეფერხება.

დატოვე კომენტარი