„თბილისის მიკროავტობუსი“ - კომპანიის ელფოსტაზე განხორციელდა კიბერთავდასხმა და რამდენიმე მედიასაშუალებას დაეგზავნა ცრუ ინფორმაცია
„თბილისის მიკროავტობუსი“ - კომპანიის ელფოსტაზე განხორციელდა კიბერთავდასხმა და რამდენიმე მედიასაშუალებას დაეგზავნა ცრუ ინფორმაცია

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე განხორციელდა კიბერთავდასხმა და მედიასაშუალებებისთვის ცრუ ინფორმაციის გაგზავნა.

„დღეს დილით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ფოსტაზე განხორციელდა კიბერთავდასხმა და მოხდა ელექტრონულ ფოსტაში გარედან შეღწევა, რის საფუძველზეც რამდენიმე მედიასაშუალებას დაეგზავნა ცრუ ინფორმაცია. „თბილისის მიკროავტობუსის“ კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტი მუშაობს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაზე და მომხდარის შესახებ კომპანია შეატყობინებს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც“, – ნათქვამია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი