თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

შეფერხების შემდეგ, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მატარებლების მოძრაობა დაახლოებით 40 წუთი იყო შეფერხებული.

უწყების ინფორმაციით, მეტროსადგურ „წერეთელზე“ ძველ საკაბელო ქსელში პრობლემა იყო, ადგილზე შესაბამისმა ჯგუფმა იმუშავა.