თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც მერიაში აცხადებენ, შეფერხება მეტროს ღია უბანზე ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.

„ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი სამსახურის ჯგუფი და უახლოეს პერიოდში პირველი ხაზი მუშაობას განაახლებს. რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშის გიხდით დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.