თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო მოძრაობა ზონალურად მიმდინარეობს.
„მატარებლები მოძრაობენ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „სადგურის მოედნამდე“, ხოლო „სადგურის მოედნიდან“ „ახმეტელის თეატრამდე“ მგზავრთა მომსახურება შეჩერებულია. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ადგილზე ტექნიკური ჯგუფი გასულია. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, ჯერ უცნობია, რა დრო დასჭირდება ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას.